| |||||
| |||||
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის ფულადი
ჯილდოს გაცემის შესახებ | |||||
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-14 მუხლის, მე-17 მუხლის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, კეთილსინდისიერი სამსახურისათვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის წახალისების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს - ნინა კობაიძეს მიეცეს ფულადი ჯილდო, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2. სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ფულადი ჯილდოს გაცემა. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. საფუძველი: მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას 2019 წლის 20 დეკემბრის N 01-13031 მოხსენებითი ბარათი.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |